საოჯახო გასვლები
მინივენით საოჯახო გასვლები
გჭირდებათ მინივენით საოჯახო გასვლების მოწყობა ? Miniven.Ge თქვენი ერთგული პარტნიორი.
10 წლიანი გამოცდილება
დაჯავშნე დღესვე
სამუშაო საათები 24/7
გეგმავთ საოჯახო მოგზაურობას? Miniven.Ge გთავაზობთ კომფორტული მინივენის დაქირავებას თბილისიდან საქართველოს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხო, სწრაფ და მოსახერხებელ გადაადგილებას 24/7-ზე. ენდეთ პროფესიონალებს და გახადეთ თქვენი მგზავრობა მაქსიმალურად სასიამოვნო!
თუ ფიქრობთ, რომ ოჯახისთვის მინივენის დაქირავება გჭირდებათ და მზად ხართ ახალი თავგადასავლებისთვის, ჩვენი გუნდი გთავაზობთ საოჯახო ტურებსა და გასვლებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ იდეალურად ვიზრუნებთ თქვენს სწრაფ და კომფორტულ მგზავრობაზე თანამედროვე, სრულად აღჭურვილი მინივენებით.
Miniven.Ge გთავაზობთ მინივენთან დაკავშირებულ ნებისმერ სერვის, როგორც არის, მინივენის დაქირავება საქართველოში, აეროპორტიდან ტრანსფერები, ტურები მინივენით, კორპორატიული მომსახურება, საოჯახო მოგზაურობა, ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ ნებისმერი დახმარება მინივენით.
თუ ფიქრობთ, რომ საოჯახო გასვლებისთვის მინივენის დაქირავება იაფად და სწრაფად გჭირდებათ, Miniven.Ge თქვენს სამსახურშია. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს უსაფრთხო ტრანსპორტირებას ნებისმიერი მიმართულებით. გთავაზობთ საოჯახო გასვლებს მინივენით ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში — ჩვენ სრულად ვართ პასუხისმგებლები თქვენს კომფორტულ მგზავრობაზე.
კომფორტული, უსაფრთხო და საინტერესო მოგზაურობა მთელი ოჯახისთვის
| მიმართულება / სერვისი | მგზავრები | ფასი იწყება | დაჯავშნა |
|---|---|---|---|
| საოჯახო ტური ბორჯომის პარკსა და ლიკანში | 1 - 8 მგზავრი | 220 ₾ | |
| საოჯახო გასვლა მარტვილის კანიონსა და პრომეთეს მღვიმეში | 1 - 8 მგზავრი | 300 ₾ | |
| საოჯახო ტური ყაზბეგსა და ანანურში | 1 - 8 მგზავრი | 240 ₾ | |
| საბავშვო/საოჯახო პიკნიკ-ტური კახეთში | 1 - 8 მგზავრი | 200 ₾ | |
| ინდივიდუალური საოჯახო მარშრუტის დაგეგმვა | 1 - 8 მგზავრი | შეთანხმებით |
Dzalian kmayofili var migebuli momsaxurebit, saojaxo gasvla damchirda minivenit tbilisidan xashuris mimartulebit da vnaxe es idealuri kompania, rekomendacia chemgan.
tu gchirdebat saojaxo gasvlebi minivenit me girchevt miniven.ges sauketeso gundi swrafi momsaxureba da idealuri servisi, dzalian didi rekomendacia chemgan am kompanias.
ხშირად დასმული კითხვები, რასაც მომხმარებელი ხშირად კითხულობს.
ოჯახთან ერთად მოგზაურობა განსაკუთრებულ ზრუნვასა და კომფორტს მოითხოვს. საოჯახო გასვლები მინივენით გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ სრულიად სტრესის გარეშე: სალონში არის საკმარისი სივრცე ბავშვებისთვის, საბავშვო ეტლებისთვის, ბარგისა და პიკნიკის ინვენტარისთვის. თქვენ არ ხართ შეზღუდული დროში — შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაჩერდეთ დასასვენებლად, ბავშვის გამოკვებისთვის ან უბრალოდ წახემსებისთვის.
დიახ, პატარების უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. საოჯახო ტურები მინივენით დაჯავშნისას, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, ავტომობილს უფასოდ აღვჭურრავთ შესაბამისი ასაკის საბავშვო უსაფრთხოების სავარძლით. ყველა ჩვენი ავტომობილი აღჭურვილია გამართული უსაფრთხოების ღვედებითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით.
ჩვენ გთავაზობთ მარშრუტებს, რომლებიც იდეალურია როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის:
საოჯახო ტურის ფასი დამოკიდებულია არჩეულ მარშრუტზე, მანძილსა და ხანგრძლივობაზე. ჩვენ გთავაზობთ იაფ საოჯახო ტრანსფერებსა და ტურებს, სადაც ღირებულებაში უკვე შედის საწვავი, მძღოლის მომსახურება და ყველა ტექნიკური ხარჯი. ჩვენთან არ არის ფარული გადასახადები, რაც საშუალებას გაძლევთ წინასწარ იდეალურად დაგეგმოთ თქვენი ოჯახური ბიუჯეტი.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სალონის სისუფთავესა და ტემპერატურულ რეჟიმს. ყველა საოჯახო მინივენი ყოველი გასვლის წინ გადის გენერალურ დასუფთავებასა და ანტიბაქტერიულ დამუშავებას. ავტომობილები აღჭურვილია ორზონიანი კლიმატ-კონტროლით (კონდიციონერი/გათბობა), რათა სალონში ყოველთვის იყოს ოპტიმალური და კომფორტული ტემპერატურა თქვენი პატარებისთვის.
დაგიკავშირდით ელ-ფოსტით
